Saturday, July 11, 2015

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე იყო პრეზენტაციების წარდგენა. მიხარია,რომ ოპონენტებმა კარგად შეაფასეს ჩემი პორთფოლიო. მე ვიყავი მადონა გოლიაძის-შავი და ნინოს-თეთრი.წინასწარ გავეცანი პორთფოლიოს შეფასების ნიმუშებს და გამომადგა შეფასებისას. ძალიან კმაყოფილი ვარ.
       დავთავრდა ცხრა დღიანი ტრერინგი. გავეცანით 8 მოდულს. ყველა დღე იყო დატვირთული ჩემთვის. ეს ტრერინგები ბევრის მომცემი იყო, ვისწავლე პროექტზე სწავლება. მომავალში სისტემატურად ჩავატარებ პროექტებით სწავლების გაკვეთილებს და უფრო შინაარსიანს გავხდი ჩემს მუშაობას. მესმის, რომ ეს დამეხმარება ჩემს პროფესიულ ზრდაში და  სწავლების უნარების განვითარებაში.
            მადლობა გვანცა სალიას თანამშრომლობისთვის.

Wednesday, July 8, 2015

დღე მერვე

დღევანდელმა დღემ ზალიან მშვიდათ ჩაიარა. გავეცანი მეშვიდე მოდულს,ფასილიტაცია. ტექნოლოგიებით.რაც პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის  გაუმჯობესებისთვის გამომადგება. ძალიან ბევრი სამუშაო დამიგროვდა სახლში შესასრულებელი, იმედია ყველაფერს შევასრულებ.

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

დგევანდელი  დღე დამღლელი იყო თან სასიამოვნო. დამღლელი იყო იმიტომ, რომ ჩემი ნაშრომი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც ჩემ ხასიათზე იმოქმედა.  სასიამოვნო იყო იმით რომ, დგეს ვისწავლე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ბლუმის და გარდნერის მატრიცა, რომელიცდამეხმარება საპროექტო გაკვეთილის უკეთ დაგეგმვაში

Wednesday, July 1, 2015

დღე მეხუთე

     დღევანდელი დღე დამღლელი იყო, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულს.კავშირში მოვიყვანეთ ყველაფერი.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავიხსენეთ სლაიდების გაკეთება. 

Monday, June 29, 2015

დღე მეოთხე

   დღეს განწყობა მქონდა ძალიან ცუდი, ალბათ ეს ამინდის გამო  მოხდა. მეგონა საერთოდ ვერ მოვისმენდი და დავალება ჩემი განწყობის გამო იქნებოდა რთული, მაგრამ ეს  ასე არ აღმოჩნდა. შეძლებისდაგვარად  შევძელი, დავძლიე ცუდი განწყობა და ყველაფერმა კარგადაც ჩაიარა

Saturday, June 27, 2015

დღე მესამე

     დღეს გავიგე როგორ დავწერო პროექტის შინაარსი. მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცეში. შევეცდები გავიღრმავო ცოდნა უფრო მეტი ცოდნის შესაძენად

Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე

   კმაყოფილი ვარ დგევანდელი დგის. ბევრი რამ გავიგე, ბევრი რთული იყო, მაგრამ იმედი მაქვს აუცილებლად აუღებ ალღოს.  პროექტი ჩემთვის არ წარმოადგენდა სირთულეს, თურმე ეს რა ყოფილა. ვთვლი რომ ჩვენი ტრენერის დახმარებით  სწორად და გარკვევით შევისწავლი ყველაფერს. 

Monday, June 22, 2015

დღე პირველი

     კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.  ბევრი რამ შევისწავლე., გავიგე. უფრო მეტის შესწავლას ვაპირებ.  გასაგებად და მარტივად, მადლობა ტრენერს